Friday, 17 May 2019

ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

წყარო:ინფორმაციული და საკომონიკაციო ტექნოლოგიები.
ავტორები: ნინო მარღიშვილი, ზაქარია ქარსაულიძე, თამარ ლოსაბერიძე.
სახელმძღვანელოს ვებგვერდი:http://ictschool56.blogspot.com/


                        ტერმინთა განმარტებითი                               ლექსიკონი

ASCII – (American Standard Code for Information Interchange) -- კომპიუტერში ინფორმაციის კოდირების ერთ-ერთი გავრცელებული სტანდარტი.
BD – (Blu – ray Disk) - ბლუ რეი დისკი. მისი ტევადობა აღწევს 120გბ- ს;
CD – (Compact Disk ) კომპაქტდისკი. მისი ტევადობა საშუალოდ არის 700 მბ;
CMYK – (ცისფერი CYAN, მეწამული Magenta, ყვითელი, შავი Black) - კომპიუტერში ფერთა ფორმირების მოდელი, რომელიც გულისხმობს 4 ფერის შერევით ნებისმიერი ფერის მიღებას;
CPU – (central Processing Unit) - ცენტრალური პროცესორი. ის ასრულებს ყველა გამოთვლასა და ოპერაციას კომპიუტერში.
Delete - წაშლის კლავიში ან ბრძანება.
DVD – (Digital Versatile Disk/Digitan Video Disk) – DVD დისკი , მისი ტევადობა სტანდარტულად არის 4.7 გბ;
Enter - კლავიატურის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი კლავიში. უმეტეს შემთხვევაში ასრულებს ოპერაციის ან მოწმედების დამოწმებას;
Excel - ელექტრონული ცხრილების პროგრამა, რომელიც შედის Microsoft Office - ის პროგრამულ პაკეტში;
GIMP - უფასოდ გავრცელებადი გრაფიკული რედაქტორი;
Google Search - ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინტერნეტ საძიებო სისტემა;
HHD – (Hard Disk Drive) - მყარი დისკი, გამოიყენება კომპიუტერში ინფორმაციის შესანახად;
Microsoft - მსოფლიოში ცნობილი ფორმა, რომელიც ქმნის ძირითადად პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორებიცაა Windows, MS Office და სხვ.;
New Folder - ახალი საქაღალდის შექმნის ბრძანება. ხშირად ახლად შექმნილ საქაღალდეს გაჩუმების პრინციპით ოპერაციული სისტემა ამ სახელს არქმევს;
Office - კომპანია Micrososft-ის მიერ გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი. შეიცავს რამდენიმე ცნობილ რედაქტორს : Word, Excel, PowerPoint, და სხვ;
Open - ოფისის გახსნის ღილაკი ან ბრძანება;
Operating System (OS) - ოპერაციული სისტემა. ის უზრუნველყოფს  კომპიუტერის გამართულად  ფუნქციონირებს;
Paste - ჩასმის ღილაკი ან ბრძანება. კომპიუტერის დროებითი მეხსიერებიდან (ბუფერიდან) დამახსოვრებული ობიექტის ასლის ჩასმა კურსორის ადგილას;
PowerPoint - პრეზენტაციის შესაქმნელი პროგრამა, რომელიც შედის Microsoft Office-ის პროგრამულ პაკეტში;
RAM – (Random Access Memory) - ოპერატიული მეხსიერება კომპიუტერის დროებითი მეხსიერებაა. მასში ჩაწერილი ინფორმაცია კომპიუტერის გამორთვისას იშლება;
RBG – (წითელი - Red, მწვანე - Green, ლურჯი Blue) კომპიუტერში  ფერთა ფორმირების მოდელი, რომელიც გულისხმობს სამი ფერის შერევით ნებისმიერი ფერის მიღებას;
Save - ინფორმაციის შენახვის ღილაკი ან ბრძანება;
Shift- კლავიატურის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი კლავიში, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კლავიატურის სხვა კლავიშებთან კომბინაციაში. ძირითადად ზედა რეგისტრის ასოების ასაკრეფად;
Shortcut - იარლიყი, გამოიყენება  პროგრამის გასახსნელად. ხშირად გამოყენებადი პროგრამების იარლიყებს ინახავენ სამუშაო მაგიდაზე;
Start - მენიუ  - Microsoft Windows ოპერაციული სისტემის მთავარი მენიუ. მასში მოთავსებულია ოპერაციული სისტემაში ჩაწერილი პროგრამები;
Unicode - კოდირების უნივერსალური სისტემა, რომელიც გამოცხადებულია საერთაშორისო სტანდარტად;
URL (Uniform Resource Locator) ვებსაიტის სახელი ანუ მისამართი;
WINDOWS-კომპანია microsoft-ის მიერ გამოშვებული ოპერაციული სისტემა;
WWW ( WORLD WIDE WEB) -მსოფლიო აბლაბუდა. ინტერნეტის ერთ ერთი ყველაძე პოპულარული სერვისი;
აპარატული უზრუნველყოფა(HARDWARE) - კომპიუტერის მოწყობილობები;
ბაიტი- ინფორმაციის საზომი ერთეული. უდრის 8 ბიტს;
ბიტი- ინფორმაციის ყველაზე პატარა ერთეული;
ბრაუზერი - ინტერნეტთან სამუშაო პროგრამა. გამოიყენება ვებგვერდების და საიტების დასათველიერებლად;
გიგაბაიტი-1024 მეგაბაიტი;
გრაფიკული ინფორმაცია- გმოსახულება, ნახატი ან ფოტო სურათი;
დედაპლატა- კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის ყველა ნაწილი ერთანეთს უკავშირდება;
თაჩპედი- პორტატიულ კომპიუტერზე მართკუთხედის ფორმის სენსორული არე, რომლის დანიშნულებაა კურსორის მართვა. გამოყენება მაუსის მაგივრად;
ინსტრუმენტების პანელი- სხვადასხვა რედაქტოეში ფუნქციების მიხედვით დაჯგუფებული ღილაკი'
კილობაიტი-1024 ბაიტი;
კოპირება- ღილაკი ან ბრძანება. მონიშნული ობიექტის ასლის დროებით დამახსოვრაბა კომპიუტერის მეხსიერებაში;
მაუსი- ციფრული მოწყობილობა, უერთდება კომპიუტერს და მართავს კურსორს. გამოყენება თაჩპედის მაგივრად;
მეგაბაიტი- 1024 კილობაიტი;
პროგრამული უზრუნველყოფა-კომპიუტერული პროგრამები, რომლებთანაც გიწევს მუშაობა;
საგანმანათლებლო სოციალური ქსელი- ვებსაიტი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ადამიანებს შორის საგანმანათლებლო ხასიათის კომუნიკაციისთვის, მაგალითად EDMODO.COM;
სამუშაო მაგიდა- ოპერაციული სისტემისერთ-ერთი მთავარი საქაღალდე, რომელიჩ კომპიუტერის ჩართვისთანავე ეკრანზე გამოჩნდება;
საქაღალდე- გამოიყენება საქაღალდეების დასახარისხებლად;
ფაილი-ინფორმაციის შესანახად მოწყობილობაზე ჩაწერილი მონაცემები, რომელსაც აქვს სახელი. ფაილების წაკითხვა და რედაქტირება სხვადასხვა პროგრამითაა შესაძლებელი. 


No comments:

Post a Comment